services

სერვისები ფიზიკური პირებისთვის


 ულიმიტო ზარები და სმს-ები 


 ბალანსის შევსება & ბალანსის შემოწმება

ბალანსის ავტომატურ რეჟიმში შესამოწმებლად, "Citynet"-ის ნომრიდან აკრიფეთ 1111.

ბმულზე გადასვლით იხილეთ ბალანსის შევსების მეთოდები


► ულიმიტო პაკეტის მოქმედების ვადის შემოწმება

პაკეტის ვადის შემოწმება - აკრიფეთ 1112 და ინფორმაციას პაკეტის დარჩენილი ვადის შესახებ მოისმენთ ავტომატურ რეჟიმში.


 კონფერენც კავშირი new

სერვისის აქტივაცია: სითინეტის ნომრიდან აკრიფეთ 1199 (სერვისის გააქტიურების ერთჯერადი საფასურია 1 ლარი, მოქმედების ვადა 30 დღე). მოქმედების ვადის შემოწმება:1198. მოქმედი ულიმიტო პაკეტის შემთხვევაში საკონფერენციო კავშირის დროს გამავალ ზარებზე დამატებითი საფასური არ გერიცხებათ.

კონფერენც კავშირი ითვალისწინებს ორ ან უფრო მეტ აბონენტთან ერთდოულად საუბარს (ნებისმიერი ქსელის აბონენტებთან). კავშირის ჩასართავად დარეკეთ ნებისმიერ პირველ აბონენტთან, პასუხის შემდეგ ვამატებთ ახალ მოსაუბრეს - დააწექით ღილაკს + Add (добавить) და დარეკეთ მეორესთან, მეორე პასუხის შემდეგ დააჭირეთ კავშირის გაერთიანების ღილაკს  , მესამესთან დარეკვის შემთხვევაში გაიმეორეთ იგივე.. საკონფერნციო კავშირში შესაძლებელია ჩართული იყოს (თქვენი ჩათვლით) მაქსიმუმ 5 აბონენტი.


► ულიმიტო პაკეტის ავტომატური გაგრძელების რეჟიმი

თუ გსურთ უკვე გააქტიურებულ ულიმიტო პაკეტს ვადა არ ამოეწუროს, პირად კაბინეტში უნდა ჩართოთ ავტომატური აქტივაციის ღილაკი, ამის შემდეგ პაკეტი ყოველი ვადის ამოწურვისთანავე მუდმივად ავტომატურად გააქტიურდება ახალი ვადით. ავტომატური აქტივაციების განსახორციელებლად ნომრის ბალანსზე უნდა არსებობდეს შესაბამისი თანხა. 


ნომრის გაგება / გაუქმებული ნომრის აღდგენა

საკუთარი ნომრის სანახავად შედით აპლიკაციის სეთინგებში, სადაც პირველივეა Account Setup - აქ ნახავთ თქვენს ნომერს. თუ ნომერი გაუქმებულია უმოქმედობის გამო, უნდა მოიწეროთ სითინეტის ფეისბუქ გვერდის პირადში და ოპერატორი მოახდენს ნომრის აღდგენას.


► საერთაშორისო ხაზი

იხილეთ საერთაშორისო ზარების ტარიფიკაცია


 აპლიკაციი ზარების ჩაწერის ფუნქცია

აპლიკაცია "Cloud Softphone"-ს საშუალებით შეგიძლიათ განახორციელოთ ზარების ჩაწერა. აპლიკაციიდან დარეკვისას დაკლიკეთ ჩაწერის ღილაკს - Recording (Записъ), ამის შემდგომ განხორციელებული საუბარი ჩაიწერება სატელეფონო ოპერატორის ქსელისგან დამოუკიდებლად, ამავე აპლიკაციის ფუნქციონალის საშუალებით. ხმოვანი ჩანაწერის ფაილი შეინახება ტელეფონის მენიუს შესაბამის სექციაში.


 GSM ღილაკის გამოტანა აპლიკაციაში

აპლიკაციიდან გამოსვლის გარეშე შესაძლებელია ზარების განხორციელება ალტერნატიული GSM ხაზით, ანუ ტელეფონში არსებული სიმ-ბარათით. ამისთვის შეგვიძლია აპლიკაციაში გამოვიტანოთ GSM ღილაკი - ანდროიდის ტელეფონების შემთხვევაში: შევდივართ აპლიკაციის "სეთინგებში", ავირჩიოთ "არამეტრები" შემდეგ "GSM ღილაკის გამოჩენა"


ბონუსების დაგროვება

ბონუსი გერიცხებათ ნებისმიერი სხვა ქსელიდან "Citynet"-ის ნომერზე შემოსულ ზარებზე. კონკრეტულად კი შემოსულ ზარზე საუბრის თითოეულ წუთზე, ბალანსზე ავტომატურად ირიცხება 1 თეთრი ბონუსი. მიმდინარე დღის მანძილზე დაგროვილი ბონუსები, "Citynet"-ის ნომრის ბალანსზე აისახება მომდევნო კალენდარული დღის დადგომისთანავე. ბონუსების სისტემა არ მოქმედებს შიდა ქსელში საუბრებზე.


 აპლიკაცია Cloud Softphone -ს ხმოვანი კავშირის პარამეტრები

აპლიკაციის ხმოვანი პარამეტრების რეგულირება იხილეთ ბმულზე გადასვლით


 ზარების დეტალური ამონაწერი

დეტალური ინფორმაცია გამავალ და შემომავალ ზარებზე იხილეთ პირად კაბინეტში.


 ნომრის პორტირება

ნებისმიერი ფიქსირებული ქსელის აბონენტს შეუძლია დაპორტირდეს თავისი არსებული ნომრით "Citynet"-ის ქსელში. ამისათვის საჭიროა დაგვიკავშირდეთ ნომერზე (032) 2114411.


SMS შეტყობინება

სითინეტის შიდა ქსელში ტექსტური შეტყობინების გაგზავნა უფასოა. იხილეთ საქართველოს მობილურ ქსელებზე სმს-ების გაგზავნის პირობები 


 IP ტელეფონების მაღაზია

ოფისისთვის ან სახლისთვის, სასურველი IP ტელეფონის შესარჩევად ეწვიეთ ჩვენს მაღაზიას.


ციფრული ნომრის ინსტალაცია მობილურ ტელეფონში

აპლიკაციის ჩამოტვირთვა და სითინეტის ნომრის გაწერა აპლიკაციაში