CITYNET-ის ნომერი საქართველოს ფიქსირებული ქსელის ნომერია

თბილისის ნუმერაცია: 032 211XXXX

საქართველოს არაგეოგრაფიული ნუმერაცია: 0 706 XXX XXX


დარეკვის წესი

გამავალი ზარები:

მობილური ოპერატორები

საქართველოს მობილურ ოპერატორებთან დასაკავშირებლად აკრიფეთ: 0 და აბონენტის ნომერი. მაგ: 0577 XX XX XX

მობილურ ქსელებთან დაკავშირება შეგიძლიათ ნულის გარეშეც - პირდაპირი აკრეფით: მაგ: 577 XX XX XX.

თბილისის ფიქსირებული ქსელი

"Citynet"-ის ნომრიდან, თბილისის ფიქსირებული ქსელის ნომრებთან დასაკავშირებლად - ჩვეულებრივად აკრიფეთ ქალაქის შვიდნიშნა ნომერი, მაგალითად: 211 44 11.

საქართველოს რეგიონები

საქართველოს რეგიონებთან დასაკავშირებლად აკრიფეთ 0, ქალაქის კოდი და აბონენტის ნომერი. მაგალითად: 0 431 XX XX XX  (სადაც 431 ქალაქის კოდია).

საერთაშორისო მიმართულებები

საერთაშორისო ზარების განსახორციელებლად (ანუ უცხოურ ნომრებზე დასარეკად) აკრიფეთ + ან 00, ქვეყნის კოდი და აბონენტის ნომერი. მაგ: 00 49 XXX XX XX XX  (სადაც 49 ქვეყნის კოდია).


SMS შეტყობინების გაგზავნა

სმს შეტყობინების სითინეტის ნომრიდან გასაგზავნად ადრესატის ნომერს აკრეფთ იგივე ფორმატით როგორი ფორმატითაც კრეფთ ზარების განხორციელებისას.


როგორ დამირეკონ:

სითინეტის თბილისის ნომერზე უნდა დაგირეკონ იგივენაირად როგორც თბილისის ნებისმიერ ფიქსირებულ ნომერზე ირეკება - საქართველოს მობილური ოპერატორებიდან: 0 (32) 2 11 XX XX;

თბილისის ქალაქის ნომრებიდან თქვენთან დარეკვისას უნდა აკრიფონ პირდაპირ თქვენი ნომერი: 2 11 XX XX;

უცხოური ნომრებიდან: + (995 32) 2 11 XX XX ან 00 (995 32) 2 11 XX XX

სითინეტის არაგეოგრაფიული ზონის 706 XXX XXX ნომერზე ქართული ოპერატორებიდან ირეკება მხოლოდ 0-ით. ანუ 706 XXX XXX, მიუხედავად იმისა რომელ ქალაქში და ქვეყანაში იმყოფება აბონენტი, მასთან დასაკავშირებლად ქალაქის კოდი საჭირო არაა, ვინაიდან ესაა ქართული არაგეოგრაფიული ნომერი.

უცხოური ნომრებიდან კი ამ ნომერზე დაგირეკავენ საერთაშორისო ფორმატით: + (ან 00) 995 706 XXX XXX


როგორ გამომიგზავნონ SMS შეტყობინება?

სითინეტის თბილისის ნომერზე სმს შეტყობინების გამოგზავნისას თქვენი ნომერი უნდა ჩაწერონ იგივე ფორმატით როგორც კრეფენ თქვენთან დარეკვის დროს - საქართველოს მობილური ოპერატორებიდან: 0 32 2 11 XX XX

სითინეტის არაგეოგრაფიული ზონის 706 XXX XXX ნომერზე ქართული ოპერატორებიდან სმს-ის გამოგზავნა ხდება საერთაშორისო ფორმატით: + 995 706 XXX XXX