პარტნიორობა
2019 წლის 31 ივლისიდან ამოქმედდა სითინეტის პარტნიორობის საინტერესო პროგრამა. სითინეტი თავის აბონენტებს შესაძლებლობას აძლევს გახდნენ კომპანიის პარტნიორები. პარტნიორობის პროგრამა ითვალისწინებს რეგისტრირებული დილერისთვის (პარტნიორისთვის) საკომისიო თანხების დარიცხვას ვირტუალური გაყიდვების შესაბამისად. დილერისთვის ასევე გათვალისწინებულია სპეციალური სტატისტიკურ/ელექტრონული სივრცის გამოყოფა, სადაც დილერი შეძლებს აკონტროლოს თავისი საპარტნიორო ექაუნთი: ვირტუალური გაყიდვების სტატისტიკა; აბონენტების რაოდენობა; მიღებული და მისაღები საკომისიო თანხები და სხვა.
პარტნიორობის პროგრამაში ჩართვის მსურველებმა უნდა მოგვწეროთ სითინეტის Facebook გვერდის პირადში პარტნიორობის სურვილის შესახებ, ან დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე, სადაც მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას პარტნიორობის შესახებ და ასევე 2 სამუშაო დღის განმავლობაში მოგაწვდით გადაწყვეტილებას პარტნიორად ჩართვასთან დაკავშირებით.