faq

კითხვა - პასუხი


რომელ ნუმერაციას ფლობს სითინეტი  და როგორ გამოვიყენო ნომერი?

Citynet სატელეფონო ქსელის ოპერატორია საქართველოში, რომელიც გთავაზობთ VoIP ტექნოლოგიით სატელეფონო ნუმერაციის (თბილისის 2xx xx xx ან საქართველოს არაგეოგრაფიული ნუმერაციის 706 xxx xxx) გააქტიურებას.

ფიზიკურ პირებს შეუძლიათ ციფრული ნომერი (ნომერი სიმ-ბარათის გარეშე) უფასოდ  ჩამოტვირთო  სმარტფონში აპლიკაციის სახით და გამოიყენონ ყველგან, გეოგრაფიის შეუზღუდავად - სადაც ექნებათ წვდომა ინტერნეტთან, მათ შორის საზღვარგარეთაც იგივე პირობებით. საჭიროა WI-FI ან მობილური ინტერნეტი, ხოლო ადრესატს არ სჭირდება ინტერნეტი, რადგან მობილურ და ფიქს. ქსელებზე დარეკავთ. ასევე გზავნით და იღებთ sms-ებს.

მობილურში აპლიკაციის სახით ჩამოტვირთული ციფრული ნომერი გექნებათ როგორც დამატებითი ნომერი, იგი ხელს არ უშლის თქვენს არსებულ სიმ-ბარათს და გამოიყენებთ სიმ-ბარათისგან დამოუკიდებლად, ანუ ზარები შეგიძლიათ განახორციელოთ და მიიღოთ აპლიკაციით, სითინეტის ნომრიდან.

სითინეტის ნომრის გაწერა ასევე შესაძლებელია მაგიდის IP ტელეფონში.

იურიდიული პირები სარგებლობენ სითინეტის თანამედროვე მრავალფუნქციური VOIP სატელეფონო მომსახურებით და ხელსაყრელი ინდივიდუალური სატარიფო პირობებით.


როგორ ხდება ვებ-გვერდიდან ნომრის ჩამოტვირთვა ?

Citynet -ის ნომრის სმარტფონში გასააქტიურებლად ვებ-გვერდზე ვირჩევთ დანაყოფს "მობილური აპლიკაცია" შემდეგ ღილაკი "ნომერი მობილურისთვის" და მივყვებით ინსტრუქტაჟის მიხედვით, სადაც 3 ძირითად ნაბიჯს გაივლით:

1. სმარტფონში აპლიკაციის ჩამოტვირთვა

2. საიტზე რეგისტრაციის გავლა

3. პირად კაბინეტში ნომრის შეძენა და აპლიკაციაში ინსტალაცია ერთი ღილაკით. 


როგორ შევიძინოთ ულიმიტო პაკეტი და რა პირობებით მოქმედებს პაკეტები?

პაკეტის გასააქტიურებლად აპლიკაციიდან აკრიფეთ შესაბამისი კოდი და მოუსმინეთ ავტომოპასუხეს რომელიც გაცნობებთ პაკეტის გააქტიურებას. პაკეტები მოიცავს საქართველოს მობილურ და ფიქსირებულ ქსელებთან ულიმიტო ზარებს და სმს-ების გაგზავნას. სხვადასხვა პაკეტის აქტივაციის კოდები იხილეთ ბმულზე გადასვლით. 


რამდენი ხნის მანძილზე მინარჩუნდება ნომერი?

ნომრის გაუქმების 2 წესი არსებობს:

1. ნომერი გაუქმდება თუ ნომრის შეძენიდან 10 დღის მანძილზე არ მოხდება ბალანსის შევსება.

2. აღნიშნული 10 დღის შემდეგ კი, ძალაშია ორ თვიანი სრული გამოუყენებლობის შემთხვევაში ნომრის გაუქმების წესი, ანუ წლის ნებისმიერ პერიოდში თუ გადაბმულად 2 თვის მანძილზე საერთოდ არ გამოიყენებთ ნომერს, მაშინ ნომერი გაუქმდება (საკმარისია ამ პერიოდში 1 ოპერაციაც - ზარის განხორციელება, ან ბალანსის შევსება, რომ ნომერი არ გაუქმდეს).


რა სხვაობაა უფასო და ფასიან ნომრებს შორის?

უფასო და ფასიან ნომრებს შორის არანაირი სხვაობა არ არი, ფასთა სხვაობა მხოლოდ ნომრის სილამაზიდან გამომდინარეა.


როგორ შევავსო ნომერზე ბალანსი?

ნომერზე ბალანსის შევსების სხვადასხვა მეთოდი არსებობს, ჩარიცხვა შესაძლებელია როგორც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან, ისე მობაილ-ბანკით ან ჩვენი საიტიდან ნებისმიერი ქვეყნის VISA / MASTERCARD საბანკო ბარათებით. ბმულზე გადასვლით შეგიძლიათ იხილოთ ნომერზე ბალანსის შევსების დეტალები.


როგორ შევამოწმო ნომერზე ბალანსი და როგორ გავიგო ულიმიტო პაკეტის დარჩენილი ვადა?

ნომერზე ბალანსის შესამოწმებლად "Citynet"-ის ნომრიდან აკრიფეთ 1111, ხოლო პაკეტის ვადის შესამოწმებლად აკრიფეთ 1112. ინფორმაციას მოისმენთ ავტომოპასუხისაგან.


ჩემი ნომერი დამავიწყდა, როგორ გავიგო ნომერი?

შედით აპლიკაციის სეთინგებში, შემდეგ პირველივეა Account Setup, სადაც ნახავთ თქვენს ნომერს.


როგორ მუშაობს CITYNET -ის ნომერი სმარტფონში, ინტერნეტი ჭირდება?

"Citynet"-ის ნომერი შეგიძლიათ სმარტფონისთვის გამოიყენოთ როგორც დამატებითი სატელეფონო ნომერი, აპლიკაცია აქტიურია ყველგან, როცა წვდომა აქვს ინტერნეტთან. ხარისხიანი კავშირის მისაღებად უნდა იმყოფებოდეთ სტაბილური ინტერნეტის ზონაში, ანუ საჭიროა Wi-Fi დაჭერის ზონა ან 3G / 4G სიჩქარის მობილური ინტერნეტი. აქვე შეგახსენებთ, რომ ადრესატს არ სჭირდება ინტერნეტი, ვინაიდან სითინეტის ნომრიდან სატელეფონო ნომრებზე დარეკავთ - მობილურებზე ან ფიქსირებულზე.

"Citynet" სატელეფონო ქსელია, საიდანაც ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ ტელეფონის ნომერზე დარეკავთ და ასევე ნებისმიერი სატელეფონო ნომრიდან დაგირეკავენ. 


ინტერნეტს რამდენს დახარჯავს?

თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ნებისმიერი მომხმარებელი ძირითადად WI-FI-ს მოიხმარს, მაშინ გეტყვით რომ ინტერნეტის ხარჯი მიზერული გამოვა და საერთოდ არ შეგაწუხებთ, ზოგადად ინტერნეტს 1,3 მეგაბაიტს მოიხმარს 1 წუთი საუბრის შემთხვევაში.


თუ WI-FI ზონიდან გავედი, მობილურ ინტერნეტზე გადასვლა ავტომატურად ხდება?

ავტომატურად ხდება, მაგრამ ზოგიერთ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა მობილურში ინტერნეტის გამორთვა / ჩართვა დაგჭირდეთ, ან შეგიძლიათ ტელეფონი გადატვირთოთ. 


შემოსულ ზარებზე როგორ მერიცხება ბონუსი?

ბონუსი გერიცხებათ ნებისმიერი სხვა ქსელიდან "Citynet"-ის ნომერზე შემოსულ ზარებზე. კონკრეტულად კი შემოსულ ზარზე საუბრის თითოეულ წუთზე, თქვენს ბალანსზე ავტომატურად ირიცხება 1 თეთრი ბონუსი. მიმდინარე დღის მანძილზე დაგროვილი ბონუსები, თქვენი "Citynet"-ის ნომრის ბალანსზე აისახება მომდევნო კალენდარული დღის დადგომისთანავე. ბონუსად დაგროვილი თანხა შეგიძლიათ გამოიყენოთ ულიმიტო პაკეტის გასააქტიურებლად. ბონუსების სისტემა არ მოქმედებს შიდა ქსელში საუბრებზე.


რა ღირს სითინეტის ნომერზე დარეკვა?

სითინეტის ნომერი საქართველოს ფიქსირებული ქსელის ნომერია, მასზე დარეკვის ტარიფი იგივეა რაც ზოგადად ფიქსირებული ანუ ქალაქის ნომრებზე დარეკვა ღირს. სხვადასხვა მობილურ ოპერატორებს სხვადასხვა ფასი აქვთ, თუმცა ეს ფასი ყოველთვის დაბალია როგორც წესი. დარეკვის ფასი იგივეა სითინეტის აბონენტი თუ საზღვარგარეთ იმყოფება.


ულიმიტო პაკეტს რა პირობები აქვს?

ულიმიტო პაკეტებს სხვადასხვა პირობები აქვს, რომელიც ითვალისწინებს ქართულ ნომრებზე (მობილურებზე და ფიქსირებულზე) ულიმიტოდ დარეკვას და SMS შეტყობინებების გაგზავნას. ამასთანავე პირობები იგივეა მიუხედავად იმისა რომელ ქვეყანაში იქნება სითინეტის აბონენტი, ანუ უცხოეთიდანაც ისარგებლებთ იგივე პირობებით. იხილეთ ულიმიტო პაკეტები 


უცხოეთის ქვეყნების სატელეფონო ნომრებზე დარეკვა შესაძლებელია?

საზღვარგარეთ დარეკავთ ყველაზე დაბალი ტარიფით, მაგრამ ულიმიტო პაკეტის ფარგლებში უცხოეთის ქვეყნების ნომრებზე ვერ დარეკავთ, რადგან ულიმიტო პაკეტები მხოლოდ ქართულ ნომრებზე უფასოდ დარეკვას უზრუნველყოფს. ამიტომ სხვა ქვეყნების ნომრებზე დასარეკად, დამატებითი თანხა გჭირდებათ ბალანსზე. იხილეთ საერთაშორისო ზარების ტარიფები.


თუ აპლიკაცია წამეშალა შემთხვევით ?

ამ შემთხვევაში თქვენი ნომრისთვის გჭირდებათ მხოლოდ აპლიკაციის ჩამოტვირთვა, შემდეგ კი თავიდან გაწერთ აპლიკაციაში ისევ თქვენს ნომერს პირადი კაბინეტიდან ღილაკით - "ნომრის ინსტალაცია".


როგორ უნდა გავიგოთ ნომერი სწორადაა თუ არა გაწერილი აპლიკაციაში და არის თუარა აპლიკაცია მუშა რეჟიმში?

აპლიკაციაში ზედა მარცხენა კუთხეში CITYNET თუ წითლად ანთია, ესეიგი რაღაც შეცდომაა, არ დაირეკება და ვერც ზარებს მიიღებთ. ხოლო თუ CITYNET მწვანეა, მაშინ აპლიკაცია სამუშაო რეჟიმშია და შეგიძლიათ ისარგებლოთ.


შესაძლებელია თუ არა გადმოვპორტირდე ჩემი ნომრით ?

თქვენ შეგიძლიათ გადმოპორტირდეთ ჩვენს ქსელში თქვენი ფიქსირებული ქსელის ნომრით, სწრაფად უფასოდ და მარტივად. ამისათვის უნდა დაგვიკავშირდეთ ნომერზე (032) 2 11 44 11.


სააბონენტო გადასახადი მოქმედებს?

სააბონენტოს არ იხდით, რადგან ფიზიკური პირებისთვის სააბონენტო არის 0,00


როგორ ხდება ტარიფების ან პაკეტების ფასის ცვლილება?

მომსახურების წესის და პირობების ნებისმიერი ცვლილება, მათ შორის ტარიფების ცვლილება ან ულიმიტო პაკეტის ფასის ცვლილება, გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე, ასეთი ცვლილების ძალაში შესვლამდე მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე.


რომელი ტელეფონის აპარატებისთვის ან სისტემისთვის შეიძლება სითინეტის ნომრის გამოყენება?

არსებობს "Citynet"-ის ნომრის გამოყენების სხვადასხვა ვარიანტი, იგი შეგიძლიათ გამოიყენოთ:

1.  ოფისის და სახლის IP ტელეფონის აპარატისთვის. საუკეთესო IP ტელეფონის მოდელს ნომრიანად შეიძენთ სერვისცენტრში, იხ. ჩვენს ვებ-გვერდზე IP ტელეფონების მაღაზია.

2. სმარტფონის ტიპის მობილური ტელეფონისთვისამ შემთხვევაში შეგიძლიათ ვებ-გვერდიდან შეიძინოთ ფასიანი ან უფასო ნომერი და ჩამოტვირთოთ აპლიკაცია. (გაითვალისწინეთ რომ მობილურ ტელეფონში აპლიკაციის სახით გაწერილი ნომერი მუშაობს  Wi-Fi დაჭერის ზონაში, ან მობილური ინტერნეტის მინიმუმ 3G სიხშირეზე )

3. პერსონალური კომპიუტერისთვის, - ვებგვერდიდან ჩამოტვირთავთ პროგრამას და თქვენს კომპიუტერში "დესკტოპზე" გექნებათ რეალური ქალაქის ტელეფონი, "Citynet".


დარეკვის წესი