about us

ჩვენ შესახებ


კომპანია "სითი ტელეკომი" 2009 წელს დაარსდა. ბიზნესსაქმიანობის ძირითადი მიმართულებაა თანამედროვე სატელეკომუნიკაციო სერვისების განვითარება. კომპანია უკვე ათეულ წელზე მეტია რაც VoIP (Voice over Internet Protocol) ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ მრავალფუნქციურ სატელეფონო მომსახურებას ავითარებს. ბოლო რამდენიმე წელია სითი ტელეკომმა კორპორატიული სეგმენტისთვის ინოვაციური მარკეტინგული ტექნოლოგიების დანერგვაც დაიწყო, რომელიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ნებისმიერი კომპანიისთვის გაყიდვების მიმართულებით მნიშვნელოვან და ეფექტურ სერვისს წარმოადგენს. დღეისათვის საქართველოში მრავალი კომერციული თუ სახელმწიფო ორგანიზაცია სარგებლობს ჩვენი მომსახურებით. სითი ტელეკომის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ აბონენტებისთვის უზრუნველყოფილია საიმედო და ხარისხიანი მრავალფუნქციური სატელეკომუნიკაციო მომსახურება.

აღნიშნული სერვისი ბაზარზე წარმოდგენილია ბრენდით "Citynet" (სითინეტი). საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შპს სითი ტელეკომზე გაცემულია შესაბამისი ავტორიზაცია.

აბონენტებს შეუძლიათ ისარგებლონ მრავალფუნქციური VoIP ტელეფონიის და SMS სერვისის სხვადასხვა გადაწყვეტილებებით და ხელსაყრელი სატარიფო პირობებით. მათთვის გათვალისწინებულია სატელეფონო ნუმერაციის ფართო არჩევანი (თბილისის, რეგიონალური და საქართველოს არაგეოგრაფიული ნუმერაცია). მარტივია არსებული ნომრით სითინეტის ქსელში გადმოპორტირებაც. 


სითი ტელეკომი აბონენტებთან ურთიერთობას, ასევე კონფიდენციალობის პოლიტიკას წარმართავს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. სფეროს რეგულირების ძირითადი აქტებია - საქართველოს კანონი "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" და საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" რეგლამენტი.