კონფიდენციალობის პოლიტიკა
ჩვენი (შპს სითი ტელეკომის) კონფიდენციალობის პოლიტიკა განმარტავს თუ როგორ ხდება თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება, გაზიარება და დაცვა ჩვენ მიერ. თუ ჩვენი მხრიდან მოხდება ამ პოლიტიკის განახლება, ნებისმიერი ასეთი ცვლილება გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე.
-
1. თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება
-
1.1. თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება შესაძლებელია განხორციელდეს მაშინ, როდესაც თქვენ:
-
ჩვენგან იძენთ რაიმე პროდუქტს ან მომსახურებას (მათ შორის პროდუქტების შეძენა ონლაინ რეჟიმში, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, ოფისში ან სხვა საცალო რეალიზაციის პუნქტში);
-
რეგისტრირდებით კონკრეტულ პროდუქტზე ან მომსახურებაზე (არეგისტრირებთ რა თქვენ სახელს და მისამართს საკომუნიკაციო მომსახურებისათვის ან ჩვენთან ქმნით ელექტრონულ საფოსტო ანგარიშს);
-
ჩვენგან იწერთ სიახლეებს, გამაფრთხილებელ შეტყობინებებს ან სხვა მომსახურებებს;
-
ჩვენგან ითხოვთ რომელიმე პროდუქტის ან მომსახურების შესახებ დამატებით ინფორმაციას ან მოგვმართავთ შეკითხვით ან საჩივრით;
-
მონაწილეობას ღებულობთ კონკურსში, ჯილდოს გათამაშებაში ან კვლევაში;
-
სარგებლობთ ჩვენი ქსელით და სითი ტელეკომის სხვა პროდუქტებითა ან მომსახურებებით;
-
ნახულობთ ან ათვალიერებთ ჩვენს ვებ-გვერდებს.
-
1.2. შესაბამისი საჭიროებისას, ჩვენ ასევე შეგვიძლია შევაგროვოთ თქვენ შესახებ ინფორმაცია სხვა ორგანიზაციებიდან. როგორიცაა - თაღლითური შემთხვევების პრევენციის სფეროში მოქმედი სააგენტოები, ბიზნეს ცნობარები და საკრედიტო-საინფორმაციო ორგანიზაციები. ჩვენ ასევე შეგვიძლია შევაგროვოთ თქვენ შესახებ ინფორმაცია ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან თუ სხვა კომპანიებიდან.
-
2. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ
-
2.1 ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ დამოკიდებულია სითი ტელეკომის იმ პროდუქტებსა და მომსახურებებზე, რომლითაც თქვენ სარგებლობთ ან/და გაქვთ გამოწერილი. ის მოიცავს შემდეგს:
-
თქვენ სახელს, პირად ნომერს, მისამართს, სატელეფონო ნომერს, დაბადების თარიღს და ელექტრონული ფოსტის მისამართს;
-
ინფორმაციას თქვენი პრეფერენციების შესახებ კონკრეტული პროდუქტებთან, მომსახურებასთან მიმართებით.
-
თქვენი ჩვენთან კომუნიკაციის შინაარსს, როგორიცაა შენიშვნა ან სატელეფონო ზარის ჩანაწერი, რა ზარიც თქვენ განახორციელეთ ჩვენ რომელიმე საკონტაქტო ცენტრში, ელექტრონული საფოსტო შეტყობინება ან წერილი, რომელსაც თქვენ ჩვენთან აგზავნით ან თქვენი ჩვენთან კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა სახის ჩანაწერები;
-
ინფორმაციას თქვენი ანგარიშის შესახებ, როგორიცაა მონაცემები გადაუხდელი თანხების ან განხორციელებული გადახდების თარიღების შესახებ, სააბონენტო ანგარიშის შევსების შესახებ, იმ სააბონენტო მომსახურებების შესახებ, რომლითაც თქვენ სარგებლობთ ან ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება თქვენ ანგარიშს.
-
2.2 ჩვენ ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ხდება თქვენ მიერ ჩვენი პროდუქტებითა და მომსახურებებით სარგებლობა, როგორიცაა ინფორმაცია:
-
მომსახურების ხარისხის შესახებ, რასაც ღებულობთ - მაგალითად, ინფორმაცია ქსელის შეფერხებების და ქსელში დაფიქსირებული სხვა შემთხვევების შესახებ, რომელთაც შესაძლებელია გავლენა იქონიონ ჩვენი ქსელის მომსახურებებზე;
-
3. თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენება
-
3.1 ჩვენ შესაძლებელია გამოვიყენოთ და გავაანალიზოთ თქვენ შესახებ ინფორმაცია რათა:
-
თქვენი განაცხადის შეფასების მიზნით შევამოწმოთ საკრედიტო ბალანსი, იმ შემთხვევაში თუ თქვენ განზრახული გაქვთ საკომუნიკაციო მომსახურების შეძენის მიზნით გააფორმოთ ხელშეკრულება;
-
დავამუშაოთ თქვენ მიერ ჩვენგან შეძენილი საქონელი და მომსახურებები და მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენი შეკვეთის დამუშავების მსვლელობის შესახებ;
-
ზოგადად მოგაწოდოთ ინფორმაცია ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ (თუ თქვენ უარს არ განაცხადებთ ჩვენი მარკეტინგული ინფორმაციის მიღებაზე სათანადო ფორმით);
-
მოგაწოდოთ შესაბამისი მომსახურება ან პრუდუქტი. ეს შეეხება სხვა მომსახურებებსაც, რომლებსაც არ მოიცავს ჩვენთან გაფორმებული თქვენი ხელშეკრულება და ასევე იმ მომსახურებებსაც, რომლებიც იყენებენ ინფორმაციას თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ თქვენ მიერ მობილური მოწყობილობის გამოყენებისას (გეოლოკაციის შესახებ ინფორმაცია) და მომსახურებებში და პროდუქტებში ცვლილებების შესახებ თქვენთვის შეტყობინებებით დაკავშირების მიზნით;
-
დაგიკავშირდეთ შეთავაზებების და აქციების თაობაზე იმაზე დაყრდნობით თუ როგორ იყენებთ თქვენ ჩვენ პროდუქტებსა და მომსახურებებს.
-
ჩვენი პროდუქტებით და მომსახურებით სარგებლობისათვის დაგარიცხოთ მომსახურების საფასური ან თქვენგან მივიღოთ შესაბამისი ოდენობის გადასახდელი თანხა;
-
პასუხი გაგცეთ ნებიმიერ კითხვაზე ან გამოხატულ ინტერესზე, რაც შესაძლებელია გაგაჩნდეთ ჩვენი ქსელით, პროდუქტებითა და მომსახურებებით სარგებლობასთან დაკავშირებით;
-
გაცნობოთ სხვა კომპანიების პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ, რომლებიც ჩვენი ვარაუდით შესაძლებელია საინტერესო აღმოჩნდეს თქვენთვის (მათ შორის ის შეთავაზებები და ფასდაკლებები, რაც კონკრეტულად ჩვენი მომხმარებლებისათვის შეთავაზების მიზნით არის შემუშავებული მათთან);
-
ჩვენი ქსელის დასაცავად და ასევე სატელეფონო ზარების, ტექსტური შეტყობინებების და ქსელით სხვაგვარი სარგებლობის სამართავად. მაგალითად, ჩვენ ვადგენთ სარგებლობის პიკურ პერიოდებს და ამ მიზნით ვცდილობთ და ვუზრუნველყოფთ რომ ქსელმა შეძლოს ასეთი დროის პერიოდებში ამ მოცულობების დამუშავება;
-
დავადგინოთ, თუ როგორ სარგებლობთ ჩვენი ქსელით, პროდუქტებითა და მომსახურებებით. ამ საშუალებით, ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა განვავითაროთ უფრო საინტერესო და შესაფერისი პროდუქტები და მომსახურებები, ისევე როგორც მოვახდინოთ ჩვენს მიერ შეთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურებების ინდივიდუალიზაცია;
-
ჩავატაროთ კვლევები, მარკეტინგული და სტატისტიკური ანალიზები , მათ შორის ანონიმურ ან პერსონალიზებულ საფუძველზე მონიტორინგი იმის თაობაზე თუ როგორ სარგებლობენ მომხმარებლები ჩვენ ქსელით, პროდუქტებითა და მომსახურებებით;
-
აღმოვაჩინოთ და თავიდან ავიცილოთ თაღლითური შემთხვევები და სხვა სახის დანაშაულები, ამოვიღოთ დავალიანებები ან გამოვავლინოთ დავალიანების მქონე მომხმარებლები;
-
მესამე მხარეებს მივაწოდოთ აგრეგირებული (ანონიმიზირებული) ანგარიშების (ამგვარი ანგარიშები არ შეიცავს რაიმე ისეთ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია თქვენი პიროვნების იდენტიფიკაცია);
-
3.2 ჩვენ შევინახავთ თქვენ შესახებ ინფორმაციას იმ ვადით, რაც მოითხოვება კანონმდებლობით. იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს სამართლებრივი მოთხოვნა, ჩვენ მას შევინახავთ მხოლოდ იმ ვადით, რა ვადითაც ჩვენ გვაქვს ამის საჭიროება. ჩვენ ასევე შევინახავთ თქვენ შესახებ გარკვეულ პერსონალურ ინფორმაციას ხელშეკრულების შეწყვეტიდან გონივრული ვადით - მხოლოდ იმ შემთხვევისათვის, თუ თქვენ გადაწყვეტთ ჩვენი მომსახურებებით ხელახლა სარგებლობას. ამ დროის განმავლობაში ჩვენ, ან ჩვენი რომელიმე პარტნიორი კომპანია შესაძლებელია დაგიკავშირდეთ სით ტელეკომის მომსახურებებთან დაკავშირებით, თუ თქვენ სათანადო ფორმით არ განგიცხადებიათ უარი ჩვენი მხრიდან მარკეტინგული ინფორმაციის მიღებაზე.
-
4. თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის გაზიარება
-
4.1 ჩვენ შესაძლებელია გავუზიაროთ თქვენ შესახებ ინფორმაცია:
-
სითი ტელეკომის აფილირებულ კომპანიებს;
-
იმ პარტნიორებსა და აგენტებს, რომლებიც ჩართული არიან იმ პროდუქტებისა და მომსახურებების მიწოდებაში, რომელიც თქვენ შეუკვეთეთ ან რომლითაც ისარგებლეთ ან გეგმავთ რომ შეუკვეთოთ ან ისარგებლოთ;
-
იმ კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობენ სითი ტელეკომის ან მისი აფილირებული კომპანიების სახელით მომსახურებების მიწოდებაში;
-
საკრედიტო საცნობარო, თაღლითური შემთხვევების პრევენციის ან სარეიტინგო სააგენტოებს ან სხვა კრედიტუნარიანობის შემოწმების სააგენტოებს;
-
დავალიანების ამოღების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს;
-
სამართალდამცავ ორგანოებს, მარეგულირებელ ორგანოს, სასამართლო ან სხვა საჯარო დაწესებულებებს თუ ეს ჩვენ მოგვეთხოვება ან ნებადართულია კანონმდებლობით;
-
საგანგებო (ექსტრემალურ) სამსახურებს (იმ შემთხვევაში თუ თქვენ ახორციელებთ სატელეფონო ზარს საგანგებო/ექსტრემალურ სამსახურში).
-
4.2 ჩვენ გავცემთ ინფორმაციას იმ შემთხვევაში თუ ის გონივრულად აუცილებელია თაღლითური შემთხვევისაგან ჩვენი დაცვის, ჩვენი უფლებებისა და ქონების დაცვის ან ჩვენი მომხმარებელების ინტერესების დაცვის მიზნით;
-
4.3 თუ განხორციელდება ჩვენი რეორგანიზაცია ან მფლობელობის შეცვლა, ჩვენ უფლება გვაქვს მოვახდინოთ თქვენ შესახებ ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის გადაცემა ამ ორგანიზაციისათვის.
-
4.4 ჩვენ შესაძლებელია დაგვჭირდეს თქვენ შესახებ ინფორმაციის გადაცემა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ სხვა კომპანიებზე და მომსახურების მიმწოდებლებზე. ეს შესაძლებელია მოხდეს იმ შემთხვევებში, თუ ჩვენი სერვერები ან მიმწოდებლები ან მომსახურების მიმწოდებლები განთავსებულია/იმყოფებიან საქართველოს ფარგლებს გარეთ ან თუ თქვენ სარგებლობთ ჩვენი პროდუქტებით და მომსახურებებით საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს.
-
4.5 ჩვენ შესაძლებელია ასევე გავუზიაროთ თქვენ შესახებ ინფორმაცია იმ პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებიც გულმოდგინედ იქნა შერჩეული, რათა ისინი დაგიკავშირდნენ თავიანთ პროდუქტებსა და მომსახურებებთან დაკავშირებით.
-
5. თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხო შენახვა
-
5.1 ჩვენ გვყავს უსაფრთხოების გუნდი, რომელიც მუდმივად ამოწმებს და ახდენს იმ ზომების გაუმჯობესებას, რომელთა მიზანია პერსონალური ინფორმაციის დაცვა უნებართვო წვდომისაგან, შემთხვევითი წაშლისაგან, გამჟღავნებისაგან ან გადანდგურებისაგან.
-
5.2 თუ ჩვენ გაგვაჩნია სახელშეკრულებო ურთიერთობა ისეთ ორგანიზაციასთან, რომელიც გვაწვდის მომსახურებებს ან მომსახურებას და ჩვენი სახელით ამუშავებს თქვენ შესახებ პერსონალურ ინფორმაციას, ჩვენ ვუზრუნველჰყოფთ, რომ ისინი ღებულობდნენ სათანადო უსაფრთხოების ზომებს და დაამუშავონ თქვენ შესახებ პერსონალურ ინფორმაცია მხოლოდ ჩვენგან ნებადართულ ფარგლებში. ასეთ ორგანიზაციებს არ ეძლევათ უფლება გამოიყენონ თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია თავიანთი მიზნებისათვის. თუ ამის აუცილებლობა არსებობს, ჩვენი უსაფრთხოების გუნდი ამოწმებს მათ, რათა ისინი აკმაყოფილებდნენ ჩვენ მიერ დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს.
-
5.3 ინტერნეტის (როგორიცაა ელექტრონული ფოსტა, მაგრამ არამხოლოდ) საშუალებით გადაცემული კომუნიკაცია არ არის უსაფრთხო, გარდა იმ შემთხვევისა თუ ის არის დაშიფრული. თქვენმა კომუნიკაციამ შესაძლოა გაიაროს რამოდენიმე ქვეყანა სანამ ის მიაღწევს დანიშნულების ადგილს - რადგან ასეთია ინტერნეტის ბუნება. ჩვენ არ შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ იმ ნებისმიერ უნებართვო წვდომაზე ან პერსონალური ინფორმაციის დაკარგვაზე, რაც ცდება ჩვენი კონტროლის ფარგლებს.
-
6. კონფიდენციალობასთან დაკავშირებული თქვენი უფლებები
-
6.1 თქვენ შეგიძლიათ მოგვწეროთ ნებისმიერ დროს იმ პერსონალური ინფორმაციის ასლის მიღების მიზნით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია თქვენთან დაკავშირებით.
-
6.2 თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ჩვენ გაგვაჩნია თქვენ შესახებ არაზუსტი ინფორმაცია გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენ აბონენტთა მომსახურების გუნდს სათანადო ფორმით.
-
6.3 თქვენ შეგიძლიათ უარი განაცხადოთ მარკეტინგული ინფორმაციის მიღებაზე სათანადო ფორმით.