მუშაობის სრულფასოვანი მონიტორინგი დიდი ქოლცენტრებისთვის

ქოლცენტრისა და ოპერატორების მუშაობის ეფექტურობის შესაფასებლად ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევთ ქოლცენტრის მონიტორინგის პროგრამა - სტატისტიკური ინფორმაცია და ანალიტიკა, რომლითაც შეგეძლებათ განსაზღვროთ დატვირთული დროის მონაკვეთები ქოლცენტრში და შესაბამისად დახვეწოთ თქვენი ბიზნესპროცესები. აღნიშნული პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი ქოლცენტრების მქონე კომპანიებისთვის.

პროგრამა საშუალებას გაძლევთ ონლაინ რეჟიმში მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:

 დეტალური რეპორტები

 ოპერატორების შეფასების სტატისტიკა

 შეფასების ინდიკატორები

 გრაფიკული და პროცენტული მაჩვენებლები

 ზარების დაყოფა მახასიათებლების მიხედვით

 მომხმარებლის პრობლემების და სხვა ინფორმაციის ანალიზი

 საათობრივი დატვირთვის დეტალური მაჩვენებლები