სტატისტიკა / ანალიტიკა


ქოლცენტრისა და ოპერატორების მუშაობის ეფექტურობის შესაფასებლად ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევთ ქოლცენტრის მონიტორინგის პროგრამა, მრავალფუნქციურ ინტერფეისში სრულყოფილად მიიღებთ სტატისტიკურ და ანალიტიკურ ინფორმაციას, რომლითაც შეგეძლებათ განსაზღვროთ დატვირთული დროის მონაკვეთები ქოლცენტრში და ასევე ისარგებლოთ თქვენი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი რეპორტებით, შესაბამისად დახვეწოთ თქვენი ბიზნესპროცესები. 

პროგრამა საშუალებას გაძლევთ ონლაინ რეჟიმში მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • შემომავალი და გამავალი ზარების დეტალური რეპორტები
  • სტატისტიკა გრაფიკული და პროცენტული მაჩვენებლებით
  • საათობრივი დატვირთვის დეტალური მაჩვენებლები
  • უპასუხო და ნაპასუხები ზარების სტატისტიკა

ოპერატორებისა და რიგითობის სტატისტიკა

ეს სექტორი იძლევა დეტალურ ინფორმაციას თითოეულ ოპერატორზე და რიგში მყოფი მომხმარებლების პოზიციონირებაზე, რათა შეაფასოთ ქოლცენტრის მუშაობა ყველა შესაძლო პარამეტრით

ძირითადი მახასიათებლები:

  • ნაპასუხები და უპასუხო ზარების რაოდენობა
  • SLA % მაჩვენებელი
  • ზარის საშუალო ხანგრძლივობა
  • ზარის გასვლის საშუალო ხანგრძლივობა, პასუხის გაცემამდე, თითოეულ აგენტზე

დღიური და საათობრივი სტატისტიკა

ამ სექტორში მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ განსაზღვროთ დღის ყველაზე მეტად და ნაკლებად დატვირთული მონაკვეთები.

ზარების ისტორია და უპასუხო ზარების მენეჯმენტი

მომხმარებელთა კმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი უპასუხო ზარების რეალურ დროში მონიტორინგი და სწრაფი რეაგირებაა. რეპორტები დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი და დააკმაყოფილოთ პოტენციური და არსებული მომხმარებლების მოთხოვნები. დაკარგული და უპასუხო ზარებისთვის განკუთვნილ განყოფილებაში იხილავთ შესაბამისი ზარების ჩამონათვალს, მარტივად შეძლებთ სტატუსის შეცვლას და კომენატრის ველში საჭირო ინფომრაციის განთავსებას.

ვებ-ინტერფეისის დემო ვერსია

პოტენციური კორპორატიული კლიენტებისთვის გათვალისწინებულია დემო ვერსიის გადაცემა, რათა რეალურ დროში გატესტოთ და სრულყოფილად გაეცნოთ ზემოთ აღნიშნული ვებ-ინტერფეისის ფუნქციონალს.