for business

 ✪ კორპორაციული მომსახურება


დღევანდელ ტექნოლოგიურად განვითარებულ დროში, რთულია თანამედროვე ოფისის მუშაობა VoIP სატელეფონო სისტემის გარეშე, - მრავალფუნქციური სატელეფონო სისტემის მეშვეობით კლიენტებთან კომუნიკაცია შესაბამისობაშია მოყვანილი თანამედროვე მარკეტინგულ მოთხოვნებთან, VoIP ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ქოლცენტრის საშუალებით არ იკარგება არცერთი შემოსული ზარი, განსხვავებით ნებისმიერი სხვა სატელეფონო ქსელისაგან, სადაც მხოლოდ ერთი არხით მუშაობს სატელეფონო ნომერი. თანამედროვე IP ტელეფონია კომპანიებს მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის მრავალ უპირატესობას სთავაზობს: მოლოდინის რეჟიმი აბონენტებისთვის; შემომავალი ზარების გადანაწილება; შემოსული ზარებისთვის ინტერაქტიული მენიუ სასურველი ტექსტით; ზარების მონიტორინგი და სხვა, რაც უზრუნველყოფს კომპანიის სერვისების დახვეწას და გაუმჯობესებას.

"Citynet"-ი ზემოთაღნიშნული მომსახურების მაღალ სტანდარტებს სთავაზობს კორპორაციულ კლიენტებს, ჩვენი სერვისის გამოყენება შესაძლებელია ყველგან სადაც ინტერნეტია.

კორპორატიული სეგმენტისთვის გათვალისწინებული სერვისებია:

 VoIP სატელეფონო სისტემის და ქოლცენტრის აწყობა

 სატელეფონო სისტემის ადაპტირება CRM სისტემასთან

 ინდივიდუალური სატარიფო პაკეტის შემუშავება

 sms მარკეტინგი

 ნომრის პორტირება

 ტექნიკური მხარდაჭერა 24/7

 პერსონალური მენეჯერის მომსახურება

 IP ტელეფონების შეკვეთა (ონლაინ მაღაზია)


შეგიძლიათ აირჩიოთ VOIP სატელეფონო სისტემის სხვადასხვა ტექნიკური გადაწყვეტილება:

1. საოფისე VOIP PBX (სტაციონალური მინი ატს) 2. HOSTED PBX (ვირტუალური ატს)

ორივე PBX შესაძლებელია აღიჭურვოს შემდეგი ფუნქციებით:

  • მრავალარხიანი სატელეფონო ნომერი (შიდა საოფისე მოკლე ნომრები)
  • ოფისების ერთ ქსელში გაერთიანება, მდებარეობის მიუხედავად
  • IVR - ინტერაქტიული ხმოვანი მენიუ სასურველი ტექსტით
  • რიგის რეჟიმი შემომავალი ზარებისთვის (მელოდიის თანხლებით)
  • შემოსული ზარის ავტომატურად გადამისამართების რეჟიმი
  • კონფერენცზარების მხარდაჭერა
  • ზარების ჩაწერა და სრული მონიტორინგი
  • სტატისტიკა / ანალიტიკა
  • მაღალი (პრემიუმ) ხარისხის სატელეფონო კავშირი

კორპორატიული გაყიდვების სამსახური განიხილავს ასევე კორპორატიული აბონენტისთვის ინდივიდუალური სატარიფო პაკეტის შეთავაზებას (სერვისის მიღება შესაძლებელია უკვე არსებული ნომრის შეუცვლელადაც, პორტირების სერვისის გამოყენებით).