კონფერენც კავშირი
საკონფერენციო კავშირი ითვალისწინებს 2 ან მეტ აბონენტთან ერთდოულად საუბარს (ნებისმიერი სხვა ქსელის აბონენტებთან). კავშირის ჩასართავად დარეკეთ ერთ აბონენტთან, პასუხის შემდეგ უკვე დააწექით ღილაკს + Add (Добавить) და დარეკეთ მეორესთან, მეორე პასუხის შემდეგ დააჭირეთ კავშირის გაერთიანების ღილაკს , შემდეგ მესამესთან დარეკეთ და გაიმეორეთ იგივე და ა.შ.
ზარების ჩაწერა
აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ განახორციელოთ საუბრის ჩაწერა. დარეკვისას დაკლიკეთ ჩაწერის ღილაკს - Recording (Записъ), ამის შემდგომ განხორციელებული საუბარი ჩაიწერება სატელეფონო ოპერატორის ქსელისგან დამოუკიდებლად, ამავე აპლიკაციის ფუნქციონალის საშუალებით. ხმოვანი ჩანაწერის ფაილი შეინახება ტელეფონის მენიუს შესაბამის სექციაში.
ხმოვანი ფოსტის ჩასართავად შედით აპლიკაციის "სეთინგებში" (ზედა მარჯვენა კუთხეში სამი წერტილი), აირჩიეთ "პარამეტრები" (Preferences / параметри), შემდეგ Controls (управление) → Always show voicemail button (показывать кнопку голосовой почты). ხმოვანი ფოსტა ყოველთვის ავტომატურად გააქტიურდება თქვენთვის სასურველ დროს, თქვენს მიერ გადმოცემული გრაფიკის მიხედვით, რომელიც უნდა მიაწოდოთ სითინეტის ოპერატორს ან კორპორატიულ მენეჯერს. ფოსტაზე მოსული ხმოვანი შეტყობინებების მოსასმენად შედიხართ ხმოვანი ფოსტის ღილაკით და შეიყვანთ პაროლს 1111
ხმოვანი შეტყობინებების მიღება ასევე შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე.
GSM ღილაკი აპლიკაციაში
აპლიკაციაში GSM ღილაკის გამოსატანად შედით აპლიკაციის "სეთინგებში", აირჩიეთ "პარამეტრები" (Preferences / параметри), შემდეგ Controls (управление) → Show GSM button. აპლიკაციაში გექნებათ GSM ღილაკი და სურვილის შემთხვევაში აპლიკაციიდანვე შეძლებთ სიმ-ბარათიდან ზარების განხორციელებას.