news

ულიმიტო პაკეტების ფასის ცვლილება 2020-01-09

მიმდინარე წლის 27 იანვრიდან იცვლება 2 ლარიანი და 8 ლარიანი ულიმიტო ზარების პაკეტების ფასი. 2 ლარიანი პაკეტი შეიცვლება და ფასი გახდება 3 ლარი, ხოლო მოქმედების ვადა გაიზრდება და 5 დღის ნაცვლად იქნება 6 დღე.

8 ლარიანი პაკეტის ფასი შეიცვლება და გახდება 9 ლარი, მოქმედების ვადა 30 დღე.

აღნიშნული პაკეტების აქტივაციის კოდები დარჩება იგივე.

აბონენტებს გვინდა ვაცნობოთ, რომ ტარიფის მცირედით გაძვირება განპირობებულია მთავრობის დადგენილებით, რომელიც ითვალისწინებს 112-ის ყოველთვიური სავალდებულო გადასახადის გაზრდას თითოეულ სააბონენტო ნომერზე.

შენიშვნა: ფასის ცვლილება არ ეხება 27 რიცხვამდე გააქტიურებულ პაკეტებს. 


SMS შეტყობინების სერვისი 2019-10-04

მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან, სითინეტის აბონენეტებს შეუძლიათ ისარგებლონ SMS სერვისით. 3 ლარიანი სმს პაკეტი მოიცავს ულიმიტო სმს-ებს საქართველოს მობილურებზე 30 დღის მანძილზე. ულიმიტო პაკეტის გარეშე, სმს შეტყობინების ტარიფია 0.04 ლარი. იხილეთ განახლებული პაკეტები.


ფასდაკლება ევროპის და რუსეთის მობილურ ოპერატორებზე 2019-09-10

17 ივნისიდან, CITYNET-ის აბონენტები, ევროპის და რუსეთის მობილური ოპერატორების ნომრებზე ზარებს განახორციელებენ ფასდაკლებით - ტარიფები დეტალურად სანახავად ეწვიეთ ბმულს.


სააბონენტო გადასახადი გაუქმდა 2019-04-19

სასიამოვნო სიახლე - მიმდინარე წლის 7 მაისიდან სითინეტის აბონენტებისთვის (ფიზიკური პირებისთვის) მთლიანად გაუქმდა ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი (ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი 1 ლარი, აქამდე არ მოქმედებდა მხოლოდ ულიმიტო პაკეტის მოქმედების პერიოდში).


      1