services

სერვისები


სითინეტის ნომერი სმარტფონში


 პაკეტი « ულიმიტო ზარები » / 8 ლარი


პაკეტი ულიმიტოს გააქტიურება

პაკეტის გასააქტიურებლად "Citynet"-ის ნომრიდან აკრიფეთ 1101 და ბალანსზე საკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში ავტომატურად გაგიაქტიურდებათ პაკეტი "ულიმიტო".

პაკეტის ვადის შემოწმება - პაკეტის ვადის შესამოწმებლად აკრიფეთ 1102 და ინფორმაციას პაკეტის მოქმედების დარჩენილი ვადის შესახებ მოისმენთ ავტომატურ რეჟიმში.


 ბალანსის შევსება

ნომერზე ბალანსის შევსება შესაძლებელია გადახდის შემდეგი სისტემებიდან:

სითინეტის  ვებ-გვერდიდან  ან თიბისი მობაილ ბანკინგიდან; პორტალიდან mypay.ge;

სწრაფი გადახდის აპარატებიდან:

EXPRESS PAY (მენიუში ვირჩევთ - ტელეკომუნიკაცია და ინტერნეტი)

TBCPAY (ტელეფონი ინტერნეტი და ტელევიზია)

PAYBOX (ტელეკომუნიკაცია).

შენიშვნა:  ზოგიერთ გადახდის სისტემაში შესაძლოა ჩვენი სერვისი ფიქსირდებოდეს ძველი სახელწოდებით - CityPHONE , თუმცა გადახდა განხორციელდება შეუფერხებლად.


► ბალანსის შემოწმება

ბალანსის ავტომატურ რეჟიმში შესამოწმებლად, "Citynet"-ის ნომრიდან უნდა დარეკოთ ნომერზე 1111.


 ზარების დეტალური ამონაწერი

დეტალურ ინფორმაციას გამავალ და შემომავალ ზარებზე იხილავთ პირად კაბინეტში.


 ნომრის პორტირება

ნებისმიერი ფიქსირებული ქსელის აბონენტს შეუძლია დაპორტირდეს თავისი არსებული ნომრით "Citynet"-ის ქსელში. ამისათვის საჭიროა დაგვიკავშირდეთ ნომერზე (032) 2114411.


 IP ტელეფონების მაღაზია

ოფისისთვის ან სახლისთვის, სასურველი IP ტელეფონის შესარჩევად ეწვიეთ ჩვენს მაღაზიას.


 კორპორატიული მომსახურება


► SMS მომსახურება ორგანიზაციებისთვის

კორპორატიულ აბონენტებს გადაეცემათ სპეციალური sms პორტალი, საიდანაც  შესაძლებელია თქვენთვის სასურველი სარეკლამო ტექსტი დააგზავნოთ ნებისმიერი რაოდენობის საკონტაქტო ნომერზე. sms შეტყობინების ტარიფიკაცია განისაზღვრება ინდივიდუალურად შერჩეული პაკეტების მიხედვით.


► ზარების შეზღუდვის სერვისი

თუ აბონენტს აქვს სურვილი თავისი ნომრიდან დააწესოს საერთაშორისო ზარებზე განხორციელებაზე შეზღუდვა, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ სითინეტის სერვისცენტრს.


 ZOIPER აპლიკაციის ზარების ჩაწერის ფუნქცია

აპლიკაცია "ZOIPER"-ის საშუალებით შეგიძლიათ განახორციელოთ ზარების ჩაწერა. აპლიკაციის სეთინგებში აირჩიეთ ოფცია - Recording Calls (Записъ вызова) და მონიშნეთ ჩაწერის ფუნქცია. ამის შემდგომ აპლიკაციაზე მიმაგრებული ნომრიდან განხორციელებული ნებისმიერი საუბარი ჩაიწერება სატელეფონო ოპერატორის ქსელისგან დამოუკიდებლად, ამავე აპლიკაციის ფუნქციონალის საშუალებით.