Panasonic KX-NT700 Conference phone

 

IP კონფერენც-ტელეფონი Panasonic KX-NT700

IP კონფერენც-ტელეფონი Panasonic KX-NT700 განკუთვნილია სამმხრივი აუდიო კონფერენციების ორგანიზებისთვის. Panasonic KX-NT700 გააჩნია მიერთების შესაძლებლობა როგორ IP-ის(SIP)საშუალებით, ასევე კავშირის ტრადიციული ხაზებით. კონფერენც-ტელეფონი იყენებს ხმის გადაცემის ფართოზოლოვან კოდეკებს, აქვს ოფცია Full Duplex, ხმაურის დამხშობი ფუნქცია, IP-ს საშუალებით მიერთებისას გამოიყენება შენელებული მოსმენისა და რეალურ რეჟიმში პაუზების შემცირების უნიკალური ტექნოლოგია   - ყველაფერი ეს იძლევა საუბრის მკაფიო   ჟღერადობის, ხმის შესანიშნავი ხარისხის მიღწევის საშუალებას.


IP კონფერენც-ტელეფონის Panasonic KX-NT700RU ძირითადი ფუნქციები:

ექოს დახშობა სრულდუპლექსიან რეჟიმში (Full Duplex)

IP კონფერენც-ტელეფონი, სხვა ამგვარი სისტემებისგან განსხვავებით, უზრუნველყოფს ხმის უნიკალურ ხარისხს სრულდუპლექსიან რეჟიმში.

მოხერხებული დიზაინი

IP კონფერენც-ტელეფონი Panasonic KX-NT700RU მარტივია გამოსაყენებლად და დასაყენებლად. მისი ერგონომიული დიზაინი  იძლევა ხმის გაშლას სივრცეში ყველა მხარეს, ასევე მისი ადვილად გადატანის საშუალებას ოფისში.

ვიდეოკონფერენციის ორგანიზება

Panasonic KX-NT700RUკომპლექტში  შემავალი პროგრამულიუზრუნველყოფაConferencing Phone Managerიძლევა ორმხრივი კონფერენციის ჩატარების საშუალებას   „წერტილი-წერტილი“ შეერთებისას. გარდა ამისა, შეიძლება დანართის სხვა შესაძლებლობების გამოყენება, მაგალითად, პროგრამირება და სხვა PK მქონე მოწყობილობის მართვა. დანართი იძლევა კონფერენციის მონაწილეთათვის დოკუმენტებისა და ინფორმაციის გაგზავნის საშუალებას, რაც კიდევ უფრო ეფექტურს ხდის კონფერენციის ჩატარებას.

საუბრის სიჩქარის  შეცვლა რეალურ დროში

IP კონფერენც-ტელეფონს გააჩნია საუბრის სიჩქარის გარდაქმნის უნიკალური ფუნქცია. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ შეანელოთ საუბრის მოსმენა  რეალურ დროში.საუბრისას პაუზების დახმარებით ხდება ხმისგაგრძელება, ამასთან, სმენადი სეგმენტები იწელება, არასმენადი  - იკუმშება,ხოლო საუბრის ხანგრძლივობა იგივერჩება.

აუდიო მხარდაჭერა USBსაშუალებით

თქვენს პერსონალურ კომპიუტერზე მიერთებისას თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Panasonic KX-NT700RUროგორც ციფრული მიკროფონი ან სპიკერფონი (ხმამაღალი კავშირი). მაგალითად, Web-კონფერენციის ორგანიზებისას  ხმის სიმაღლე ახლა შეიძლება ადვილად გაკონტროლდეს Panasonic KX-NT700RUსაშუალებით და ამგვარად, თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად დაარეგულიროთ ხმის დონე Web-კონფერენციის ჩატარებისას.

კონფერენციის ჩაწერა SD-ბარათზე

კონფერენციები შეიძლება ჩაწერილი იქნას თავსებად SD-ბარათზე. ჩანაწერები ინახება PCMფორმატში. თქვენ შეგიძლიათ მათი მოსმენა კომპიუტერზე, Windows Media Player ან  QuickTimeსაშუალებით. ჩაწერის დრო დამოკიდებულია SDმეხსიერების ბარათის მოცულობაზე. მაგალითად, 2 გბ მოცულობის SD ბარათზე ჩაწერის დრო დაახლოებით 67 საათს შეადგენს.

კონფერენციის მსვლელობისას შეგიძლიათ  დაათვალიეროთ საჭირო ფაილები

დანართისConferencing Phone Manager დახმარებით შეგიძლიათ აწარმოოთ მოლაპარაკებები, ამავე დროს უყუროთ მოსაუბრეს და დამატებით გახსნათ ეკრანზე საჭირო მასალები. მაგალითად, პროექტის განხილვისას სწრაფად ნახოთ ხარჯთაღრიცხვა და მისი რეალიზაციის ეტაპები. თქვენ არ დაგჭირდებათ მოსაწყენი დოკუმენტების ძებნა მაგიდაზე, კონფერენციის დროს ყველა საჭირო ფაილი გახსნილი  იქნება თქვენი კომპიუტერის მონიტორზე.

თქვენი კომპიუტერის მონიტორზე თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ კონფერენციის ყველა მონაწილე
ვიდეოკონფერენციის ეკრანი ავტომატურად აქტიურდება თქვენს მონიტორზე  Panasonic KX-NT700RU შეერთებისას IP ქსელის საშუალებით. თუ თქვენ ერთმანეთს უერთებთ  მოწყობილობებს, მაშინ ვიდეოკონფერენციის გაშვება უფრო ადვილად ხორციელდება. მოწყობილობები ავტომატურად პოულობენ ქსელურ IP-კამერებს და თქვენ აღარ გჭირდებათ დამატებით IP-მისამართის შეყვანა. თქვენ შეგიძლიათ IP-კამერების მუშაობის მართვა ქსელთან შეერთებული ნებისმიერი კონფერენც-ტელეფონიდან.

ვიდეოკონფერენციების ორგანიზება

Conferencing Phone Managerმიერთებისას, თქვენ შეგიძლიათ ვიდეოკონფერენციის ორგანიზება.

დამატებით

დამატებით, თქვენ შეგიძლიათ მიუერთოთ IPკონფერენც-ტელეფონს ორი გარე მიკროფონი (NT701)და ამგვარად 10 მეტრამდე გაზარდოთდაფარვის ზონა.

 

შეკვეთა:  (032) 2 11 44 11