about us

ჩვენს შესახებ


კომპანია სითი ტელეკომმა 2010 წლიდან დანერგა თანამედროვე VoIP ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სატელეფონო მომსახურება. საქართველოში უკვე მრავალი კომერციული და სახელმწიფო ორგანიზაცია სარგებლობს ჩვენი მომსახურებით. კომპანიის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, აბონენტებისთვის უზრუნველყოფილია საიმედო და ხარისხიანი სატელეფონო კავშირი.

აღნიშნული სერვისი ბაზარზე წარმოდგენილია ბრენდით "Citynet". საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შპს სითი ტელეკომზე გაცემულია შესაბამისი ავტორიზაცია №300/1.

იურიდიულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ თანამედროვე მრავალფუნქციური VOIP სატელეფონო მომსახურებით და ხელსაყრელი სატარიფო პირობებით.

ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ სერვისის მიღების სხვადასხვა ვარიანტი: ქალაქის სატელეფონო ნომერი გადმოწერონ აპლიკაციის სახით სმარტფონში როგორც დამატებითი ნომერი, ან შეიძინონ სახლის თანამედროვე IP ტელეფონი, რომლის ინსტალაცია შესაძლებელია ყველგან სადაც ინტერნეტია.

აბონენტებისთვის გათვალისწინებულია ფიქსირებული (ქალაქის) სატელეფონო ნუმერაციის ფართო არჩევანი (თბილისი 211XXXX; რეგიონალური 706 XXX XXX). მარტივია არსებული ძველი ნომრით ჩვენთან გადმოპორტირებაც.


ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71