for business

 კორპორატიული მომსახურება

დღევანდელ ტექნოლოგიურად განვითარებულ დროში, რთულია თანამედროვე ოფისის მუშაობა VoIP სატელეფონო სისტემის გარეშე, მრავალფუნქციური სატელეფონო სისტემის მეშვეობით კლიენტებთან კომუნიკაცია შესაბამისობაშია მოყვანილი თანამედროვე მარკეტინგულ მოთხოვნებთან. VoIP ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ქოლცენტრის საშუალებით არ იკარგება არცერთი შემოსული ზარი, განსხვავებით ნებისმიერი სხვა სატელეფონო ქსელისაგან, სადაც მხოლოდ ერთი არხით მუშაობს სატელეფონო ნომერი. თანამედროვე ქოლცენტრი მომხმარებლებს სატელეფონო კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის მრავალ უპირატესობას სთავაზობს: მოლოდინის რეჟიმი აბონენტებისთვის; შემომავალი ზარების გადანაწილება; შემოსული ზარებისთვის ინტერაქტიული მენიუ სასურველი ტექსტით; ზარების მონიტორინგი - შესაბამისად კომპანიის სერვისების დახვეწა და გაუმჯობესება.

"Citynet"-ი ზემოთაღნიშნული მომსახურების მაღალ სტანდარტებს სთავაზობს კორპორაციულ მომხმარებლებს, ჩვენი სერვისის გამოყენება შესაძლებელია ყველგან სადაც ინტერნეტია.

შეგიძლიათ აირჩიოთ VOIP სატელეფონო სისტემის სხვადასხვა გადაწყვეტილება:

1. საოფისე VOIP PBX  2. HOSTED PBX

ორივე PBX შესაძლებელია აღიჭურვოს შემდეგი ფუნქციებით:

► მრავალარხიანი სატელეფონო ნომერი (შიდა საოფისე მოკლე ნომრები)

► IVR - ინტერაქტიული ხმოვანი მენიუ სასურველი ტექსტით

► რიგის რეჟიმი შემომავალი ზარებისთვის (მელოდიის თანხლებით)

► შემოსული ზარის ავტომატურად გადამისამართების რეჟიმი

ზარების ჩაწერა და სრული მონიტორინგი 

► სტატისტიკა / ანალიტიკა

► მაღალი (პრემიუმ) ხარისხის სატელეფონო კავშირი

კორპორატიული სეგმენტისთვის გათვალისწინებული სერვისებია:

► ქოლცენტრისთვის სატელეფონო სისტემის მოწყობა

 სატელეფონო სისტემის ადაპტირება სასურველ CRM სისტემასთან

 ინდივიდუალური სატარიფო პაკეტის შემუშავება

► sms მარკეტინგი

► ოფისების ერთ ქსელში გაერთიანება, მდებარეობის მიუხედავად

► კონფერენცზარებისთვის საჭირო აპარატურული უზრუნველყოფა

► ტექნიკური მხარდაჭერა 24/7

► პერსონალური მენეჯერის მომსახურება

 IP ტელეფონების ონლაინ მაღაზია

კორპორატიული გაყიდვების სამსახური განიხილავს ასევე კორპორატიული აბონენტისთვის ინდივიდუალური სატარიფო პაკეტის შეთავაზების შესაძლებლობას (საჭიროების შემთხვევაში ნომრისა და ინდექსის შეუცვლელად, პორტირების სერვისის გამოყენებით).