პაკეტი "ულიმიტო"


პაკეტის გააქტიურება

პაკეტის გასააქტიურებლად "CITYNET"-ის ნომრიდან დარეკეთ ნომერზე 1101 და ბალანსზე საკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში ავტომატურად გაგიაქტიურდებათ პაკეტი "ულიმიტო".

პაკეტის ღირებულებაა 10 ლარი, რომელიც ავტომატურად ჩამოიჭრება ბალანსიდან პაკეტის გააქტიურებისთანავე. პაკეტი ულიმიტოს ფარგლებში, საქართველოს ნებისმიერ ადგილობრივ (ფიქსირებულ და მობილურ) ქსელთან საუბრობთ უფასოდ და ულიმიტოდ.

პაკეტის მოქმედების ვადაა 15 დღე.

პაკეტის ვადის შემოწმება

პაკეტის ვადის შესამოწმებლად დარეკეთ ნომერზე 1102, ინფორმაციას პაკეტის მოქმედების დარჩენილი ვადის შესახებ მოისმენთ ავტომატურ რეჟიმში.