about us

ჩვენს შესახებ


კომპანია სითი ტელეკომმა 2011 წლიდან დანერგა თანამედროვე VoIP ტექნოლოგიაზე (ინტერნეტ ტექნოლოგია) დაფუძნებული სატელეფონო მომსახურება, დღეისათვის საქართველოში უკვე მრავალი კომერციული ორგანიზაცია და სახელმწიფო დაწესებულება სარგებლობს ჩვენი მომსახურებით. კომპანიაში გაერთიანებული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები საიმედო და მაღალხარისხიან სატელეფონო კავშირს უზრუნველყოფენ აბონენტებისთვის.

აღნიშნული სერვისი ბაზარზე წარმოდგენილია ბრენდით "Citynet". საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის (GNCC) მიერ - შპს სითი ტელეკომისთვის გაცემულია შესაბამისი ავტორიზაცია №300/1.

იურიდიულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ თანამედროვე მაღალხარისხიანი და მრავალფუნქციური VOIP სატელეფონო მომსახურებით და ხელსაყრელი სატარიფო პირობებით. ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ სერვისის მიღების სხვადასხვა ვარიანტი - ქალაქის სატელეფონო ნომერი გადმოწერონ აპლიკაციის სახით სმარტფონში როგორც დამატებითი ნომერი, ან შეიძინონ თანამედროვე IP ტელეფონი, რომლის ინსტალაცია შესაძლებელია ყველგან სადაც ინტერნეტია.

აბონენტებისთვის გათვალისწინებულია ფიქსირებული (ქალაქის) ტელეფონის ნომრების ფართო არჩევანი, შესაძლებელია ასევე აბონენტი მარტივად გადმოპორტირდეს უკვე არსებული თავისი ნომრითაც. ისარგებლეთ ჩვენი სერვისით და მიიღეთ შემდეგი უპირატესობა:

►  ფიქსირებული ტელ. ნომრის  ჩამოტვირთვა  სმარტფონისთვის ან კომპიუტერისთვის 

► ფიქსირებული ტელეფონის განთავსება ნებისმიერ ლოკაციაზე - ნომრის შეუცვლელად

► ყველაზე დაბალი ტარიფები ადგილობრივ და საერთაშორისო ზარებზე

► ინდივიდუალური პირობები კორპორატიული აბონენტებისთვის

► უფასო საუბარი შიდა ქსელში, ყოველგვარი ლიმიტის გარეშე

► საჩუქარი შემოსულ ზარებზე, საუბრის ყოველი წუთისთვის!

► სერვისი აქტიურია ნებისმიერ ქვეყანაში, ერთნაირი ტარიფებით!

 


მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71.