faq

კითხვა - პასუხი


რა ქსელია CITYNET ?

Citynet სატელეფონო ქსელის ოპერატორია საქართველოში, რომელიც გთავაზობთ IP ტელეფონიის სერვისს - ქალაქის (თბილისის და რეგიონების) სატელეფონო ნუმერაციის გააქტიურებით (SIP). ნომერი შეგიძლიათ უფასოდ ჩამოტვირთოთ სმარტფონში ან კომპიუტერში აპლიკაციის სახით, როგორც დამატებითი ნომერი და მას გამოიყენებთ ყველგან (მათ შორის საზღვარგარეთ) სადაც გექნებათ წვდომა ინტერნეტთან (WI-FI, 3G ან 4G).

ძალაშია ყველაზე დაბალი ტარიფები ადგილობრივ და საერთაშორისო ზარებზე. სხვა ქსელებიდან Citynet-ის ნომერზე დარეკვის ფასი კი იგივეა რაც მოქმედებს ზოგადად საქართველოს ფიქსირებულ ნომრებზე დარეკვისას, ხოლო შიდა ქსელში საუბარი უფასოა ყოველგვარი ლიმიტის გარეშე, მიუხედავად იმისა თანამოსაუბრეები იმყოფებიან თუ არა ერთ ქვეყანაში. 

რა ღირს CITYNET -ის ნომერი?

ვებ-გვერდიდან უფასოდ შეგიძლიათ აიღოთ ნომერი.

როგორ ხდება ვებ-გვერდიდან ნომრის შეძენა?

ვებ-გვერდზე ვირჩევთ დანაყოფს "ნომრის ჩამოტვირთვა", გაიხსნება რეგისტრაციის გვერდი, გაიარეთ უფასო რეგისტრაცია და მიყევით მითითებული ნაბიჯების შესაბამისად, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ უნდა შეიძინოთ ნომერი და შემდეგ Play Market-იდან როგორ ჩამოტვირთოთ უფასო აპლიკაცია თქვენი ტელეფონისთვის, რომელზეც ასევე ინსტრუქციის მიხედვით მიაბავთ შეძენილ ნომერს.

როგორ შევიძინო 10 ლარიანი პაკეტი "ულიმიტო" ?

10 ლარიანი პაკეტის შეძენის წესი იხილეთ ბმულზე

როგორ შევავსო ბალანსი?

ნომერზე ბალანსის შევსება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდიდან   ან ვებ-გვერდიდან  www.mypay.ge, ნებისმიერი ქვეყნის VISA / MASTERCARD საბანკო ბარათებით. ასევე საქართველოში სწრაფი გადახდის აპარატებიდან: TBCPAY, PAYBOX და EXPRESSPAY (გადახდის აპარატებში მენიუში მოძებნეთ ტელეფონი და შემდეგ CITYNET ან CITYPHONE (ძველი სახელი).

როგორ შევამოწმო ნომერზე ბალანსი?

ნომერზე ბალანსის შესამოწმებლად "Citynet"-ის ნომრიდან აკრიფეთ 1111 და ბალანსს გაცნობებთ ავტომოპასუხე.

როგორ მუშაობს CITYNET -ის ქალაქის ნომერი სმარტფონში?

"Citynet"-ის ნომერი შეგიძლიათ სმარტფონისთვის გამოიყენოთ როგორც დამატებითი სატელეფონო ნომერი, აპლიკაცია აქტიურია ყველგან სადაც ინტერნეტია. ხარისხიანი კავშირის მისაღებად უნდა იმყოფებოდეთ სტაბილური  (მაღალსიჩქარიანი) ინტერნეტის ზონაში, ანუ საჭიროა Wi-Fi დაჭერის ზონა ან მინიმუმ 3G სიჩქარის მობილური ინტერნეტი. აპლიკაციას აქვს ასევე ჩართვა - გამორთვის რეჟიმი, შეგიძლიათ აპლიკაცია გქონდეთ აქტიურ ან არააქტიურ რეჟიმში.

"Citynet" სრულყოფილი სატელეფონო ქსელია, საიდანაც ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ ტელეფონის ნომერზე დარეკავთ და ასევე ნებისმიერი სატელეფონო ნომრიდან დაგირეკავენ, სხვადასხვა აპლიკაციებისგან განსხვავებით. "Citynet"-ი შიდა ქსელში საუბრებისთვისაც საუკეთესოა და აბონენტები ურთიერთშორის საუბრობენ უფასოდ და ულიმიტოდ, მიუხედავად იმისა რომელ ქვეყანაში იქნებიან მოსაუბრეები. "ვაიბერი" კი მხოლოდ შიდა ქსელში საუბრებისთვის გამოიყენება და არა სხვა სატელეფონო ნომრებზე დასარეკად.

თუ სითინეტის აპლიკაცია წამეშალა შემთხვევით?

ამ შემთხვევაში თქვენი ნომრისთვის გჭირდებათ მხოლოდ აპლიკაციის ჩამოტვირთვა, მიჰყევით ბმულს.

შემოსულ ზარებზე როგორ მერიცხება ბონუსი?

ნებისმიერი ქსელიდან "Citynet"-ის ნომერზე შემოსულ ზარებზე გერიცხებათ საჩუქარი. კონკრეტულად კი შემოსულ ზარზე საუბრის თითოეულ წუთზე, თქვენს ბალანსზე ავტომატურად ირიცხება 1 თეთრი ბონუსი. მიმდინარე დღის მანძილზე დაგროვილი ბონუსები, თქვენი "Citynet"-ის ნომრის ბალანსზე აისახება მომდევნო კალენდარული დღის დადგომისთანავე.

როცა CITYNET - ის ნომერზე მირეკავენ ქართული მობილურის ნომრიდან, რომელზეც გააქტიურებულია პაკეტი "ულიმიტო", ამ შემთხვევაშიც მერიცხება ყოველ წუთზე 1 თეთრი საჩუქრად?

რათქმაუნდა გერიცხებათ საჩუქარი. მას კი ვინც გირეკავთ "ულიმიტო" პაკეტით არაფერი ეხარჯება და გესაუბრებათ უფასოდ, ულიმიტო პაკეტის ფარგლებში. საერთოდ კი "Citynet"-ის ნომერი ჩვეულებრივი ქალაქის ნომერია და მასზე დარეკვაც იგივე ფასია რაც სხვა ქალაქის ნომრებზე დარეკვა.

შესაძლებელია თუ არა გადმოვპორტირდე ჩემი ნომრით?

თქვენ შეგიძლიათ გადმოპორტირდეთ ამჟამად არსებული თქვენი ფიქსირებული ქსელის ნომრით ჩვენს ქსელში სწრაფად და მარტივად, ამისათვის უნდა დაგვიკავშირდეთ ნომერზე 2 11 44 11.

როგორ ვიხდი სააბონენტოს?

ყოველთვიური სააბონენტოს თანხა 1 ლარი, ავტომატურად ჩამოიჭრება თქვენი ბალანსიდან თვეში ერთხელ.

რამდენი ხნის მანძილზე მინარჩუნდება ნომერი თუკი არ გამოვიყენებ საერთოდ და არ შევავსებ ბალანსს?

ამ შემთხვევაში, თუ ბალანსიც ამოწურულია, მაშინ ნომერი გაგიუქმდებათ ბოლო გამოყენებიდან და/ან თანხის ჩარიცხვიდან  2 თვის თავზე. მაგრამ თუ ბალანსზე თანხა გაქვთ, ნომერი შეგინარჩუნდებათ თანხის ამოწურვამდე.

რომელი ტელეფონის აპარატებისთვის ან სისტემისთვის შეიძლება სითიფონის ნომრის გამოყენება?

არსებობს "Citynet"-ის ნომრის გამოყენების სხვადასხვა ვარიანტი, იგი შეგიძლიათ გამოიყენოთ:

1.  სახლის IP ტელეფონის აპარატისთვის. საუკეთესო IP ტელეფონის მოდელს ნომრიანად შეიძენთ ჩვენს სერვისცენტრებში, სახლისთვის და ოფისისთვის.

2. სმარტფონის ტიპის მობილური ტელეფონისთვის: ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ვებ-გვერდიდან შეიძინოთ ფასიანი ან უფასო ნომერი და ჩამოტვირთოთ აპლიკაცია. (გაითვალისწინეთ რომ მობილურ ტელეფონში აპლიკაციის სახით გაწერილი ნომერი მუშაობს  Wi-Fi დაჭერის ზონაში, ან მობილური ინტერნეტის მინიმუმ 3G სიხშირეზე )

3. სახლის ჩვეულებრივი (ანალოგური) ფიქსირებული ტელეფონის აპარატისთვის - ეს ხდება IP ადაპტორის საშუალებით, რომელსაც შეიძენთ ჩვენს სერვის ცენტრში.

4. პერსონალური კომპიუტერისთვის, - ვებგვერდიდან ჩამოტვირთავთ პროგრამას და თქვენს კომპიუტერში "დესკტოპზე" გექნებათ რეალური ქალაქის ტელეფონი, "Citynet".


დარეკვის წესები

მობილური ოპერატორები:

საქართველოს მობილურ ოპერატორებთან დასაკავშირებლად აკრიფეთ: 0, მობილური ოპერატორის კოდი და აბონენტის ნომერი. მაგ: 0577 XX XX XX.

თბილისის ფიქსირებული ქსელი:

"Citynet"-ის ნომრიდან, თბილისის ფიქსირებული ქსელის ნომრებთან დასაკავშირებლად - ჩვეულებრივად აკრიფეთ ქალაქის შვიდნიშნა ნომერი, მაგალითად: 211 44 11.

საქართველოს რეგიონები:

საქართველოს რეგიონებთან დასაკავშირებლად აკრიფეთ 0, ქალაქის კოდი და აბონენტის ნომერი. მაგ: 0 431 XX XX XX  (სადაც 431 ქალაქის კოდია).

საერთაშორისო მიმართულებები:

საერთაშორისო ზარების განსახორციელებლად აკრიფეთ + ან 00, ქვეყნის კოდი და აბონენტის ნომერი. მაგ: 00 7 495 XXX XX XX  (სადაც 7 ქვეყნის კოდია, 495 კი ქალაქის კოდი).

შემომავალი ზარები:

თქვენთან ("Citynet"-ის ნომერზე) დარეკვის წესი იგივეა რაც თბილისის ქალაქის ნებისმიერ ნომერზე დარეკვა. თბილისის ქალაქის ნომრებიდან დარეკვისას: 2 11 XX XX, საქართველოს რეგიონებიდან და მობილური ოპერატორებიდან: 0 (32) 2 11 XX XX. საერთაშორისო ოპერატორებიდან 00 (995 32) 2 11 XX XX.

არაგეოგრაფიული ზონის 706 444XXX ნომრებზე, ქართული ოპერატორებიდან ირეკება მხოლოდ 0-ით. მიუხედავად იმისა რომელ ქალაქში იმყოფება 706 444XXX აბონენტი, მასთან დასაკავშირებლად ქალაქის კოდი საჭირო არაა, ვინაიდან ესაა არაგეოგრაფიული ნომერი. უცხოეთიდან კი ამ ნომერზე დაგირეკავენ: + ან 00 შემდეგ 995 706 444XXX.