services

სერვისები


► კორპორატიული მომსახურება 

 პაკეტი "ულიმიტო"

"CITYNET"-ის აბონენტებს შეუძლიათ პაკეტი "ულიმიტო"-ს გააქტიურება, თუ ჯერ არ ხართ აბონენტი, მაშინ პირველ რიგში საჭიროა  ჩამოტვირთოთ   SIP ნომერი და აპლიკაცია თქვენი ტელეფონისთვის. იხილეთ პაკეტით სარგებლობის წესები.

 ბალანსის შევსება

ნომერზე ბალანსის შევსება შესაძლებელია ჩვენი  ვებ-გვერდიდან  ან ვებ-გვერდიდან www.mypay.ge  და ნებისმიერი ქვეყნის VISA / MASTERCARD ბარათებით; ასევე სწრაფი გადახდის აპარატებიდან: EXPRESS PAY (მენიუში ვირჩევთ - ტელეკომუნიკაცია და ინტერნეტი), TBCPAY (ტელეფონი ინტერნეტი და ტელევიზია), PAYBOX (ტელეკომუნიკაცია). 

► ბალანსის შემოწმება

ბალანსის ავტომატურ რეჟიმში შესამოწმებლად, "Citynet"-ის ნომრიდან უნდა დარეკოთ ნომერზე 1111.

 ნომრის პორტირება

ნებისმიერი ფიქსირებული ქსელის აბონენტს შეუძლია დაპორტირდეს თავისი არსებული ნომრით "Citynet"-ის ქსელში. ამისათვის საჭიროა დაგვიკავშირდეთ ნომერზე (032) 2114411.

 VoIP ტელეფონების მაღაზია

სასურველი VoIP ტელეფონის შესარჩევად ეწვიეთ ჩვენს მაღაზიას.

► ZOIPER აპლიკაციის ზარების ჩაწერის ფუნქცია

ანდროიდის სისტემის სმარტფონებში, აპლიკაცია "ZOIPER"-ის საშუალებით შეგიძლიათ განახორციელოთ ზარების ჩაწერა. აპლიკაციის სეთინგებში აირჩიეთ ოფცია - Recording Calls (Записъ вызова) და მონიშნეთ ჩაწერის ფუნქცია. ამის შემდგომ აპლიკაციაზე მიმაგრებული ნომრიდან განხორციელებული ნებისმიერი საუბარი ჩაიწერება სატელეფონო ოპერატორის ქსელისგან დამოუკიდებლად, ამავე აპლიკაციის ფუნქციონალით. ჩანაწერის ფაილი ავტომატურად დაარქივდება "zoiper" აპლიკაციის ამავე სექციაში და მასთან წვდომა მხოლოდ ტელეფონის მფლობელისთვის იქნება შესაძლებელი. ჩაწერის ფუნქციის გამოსართავად - ჩაწერისთვის მონიშნულ უჯრას გაუკეთებთ დეაქტივაციას.

შენიშვნაზემოთაღნიშნული ფუნქცია უფასო აპლიკაცია "ZOIPER"-ის სერვისია.  

► SMS მომსახურება ორგანიზაციებისთვის

კორპორატიულ აბონენტებს გადაეცემათ სპეციალური sms პორტალი, საიდანაც  შესაძლებელია თქვენთვის სასურველი სარეკლამო ტექსტი დააგზავნოთ ნებისმიერი რაოდენობის საკონტაქტო ნომერზე. sms შეტყობინების ტარიფიკაცია განისაზღვრება ინდივიდუალურად შერჩეული პაკეტების მიხედვით.

 ზარების შეზღუდვის სერვისი

თუ აბონენტს აქვს სურვილი თავისი ნომრიდან დააწესოს საერთაშორისო ზარებზე ან საქართველოს მობილურ ოპერატორებთან დარეკვაზე შეზღუდვა, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ სითიფონის ცენტრალურ ოფისს ან სერვისცენტრებს.