about us

ჩვენ შესახებ

შპს "სითი ტელეკომი" 2009 წელს დაარსდა. უკვე ათეულ წელზე მეტია რაც კომპანია VoIP (Voice over Internet Protocol) ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ მრავალფუნქციურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას ავითარებს. VoIP ტექნოლოგია სწრაფად ინერგება მთელ მსოფლიოში, მისი მრავალფუნქციურობისა და ხელმისაწვდომობის გამო. ეს ტექნოლოგია ხმის გადაცემისათვის იყენებს ინტერნეტ-კავშირს და არა სატელეფონო კაბელებს, როგორც ეს არის ტრადიციული სატელეფონო სისტემების შემთხვევაში. თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული IP ტელეფონი არის საიმედო და ფუნქციური გადაწყვეტილება ნებისმიერი კომპანიისთვის.

დღეისათვის ჩვენი კომპანიის პროდუქტები სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: კომუნიკაციები, გაყიდვები და ანალიტიკა. ინოვაციური - მარკეტინგული და ანალიტიკური ტექნოლოგიები ინტეგრირებულია საკომუნიკაციო სერვისებში და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ნებისმიერი კომპანიისთვის გაყიდვების და სერვისის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან და ეფექტურ მომსახურებას წარმოადგენს. საქართველოში მრავალი კომერციული თუ სახელმწიფო ორგანიზაცია სარგებლობს ჩვენი მომსახურებით. სითი ტელეკომის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ აბონენტებისთვის უზრუნველყოფილია საიმედო და ხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურება.

ჩვენი აბონენტები მრავალფუნქციური VoIP ტელეფონიის და SMS სერვისის მათზე მორგებული სხვადასხვა ტექნიკური გადაწყვეტილებებით და ხელსაყრელი სატარიფო პირობებით სარგებლობენ. 

აღნიშნული სერვისი ბაზარზე წარმოდგენილია ბრენდით "Citynet" / "სითინეტი". საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შპს სითი ტელეკომზე გაცემულია შესაბამისი ავტორიზაცია.


სითი ტელეკომი აბონენტებთან ურთიერთობას, ასევე კონფიდენციალობის პოლიტიკას წარმართავს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. სფეროს რეგულირების ძირითადი აქტებია - საქართველოს კანონი "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" და საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" რეგლამენტი.